ბევრი ადამიანია, ვისთან ერთადაც წავიდოდი სალაშქროდ, ვისთან ერთადაც არ წავიდოდი – პუტინია – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, სალაშქროდ ვლადიმერ პუტინთან ერთად არ წავიდოდა. ოლაფ შოლცს კითხვა დაუსვეს – „რამდენიმე დღიან ლაშქრობაში ვისთან ერთად წავიდოდა და ვისთან ერთად – არა“.

„ბევრი ადამიანია, ვისთან ერთადაც წავიდოდი სალაშქროდ, არა მხოლოდ ჩემს პარტიაში, არამედ სხვაგანაც. კარგი ურთიერთობა ზოგიერთ მმართველთან ევროპაში და მათთან ერთად ლაშქრობაში წავიდოდი. მათ შორის, ემანუელ მაკრონი, ვფიქრობ, ის წამოვიდოდა ან ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი. ის არის ადამიანი, რომელიც ამას კარგად მოერგებოდა და მთებს გადალახავდა. არის რამდენიმე სხვა ადამიანიც. აშკარაა, ვისთან ერთად არ წავიდოდი სალაშქროდ – პუნტინთან“, – განაცხადა შოლცმა.

მსგავსი თემები