,,ბურთი პუტინის მოედანზეა და მას მსოფლიო უყურებს“- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს „მარცვლეულის შეთანხმების“ გაახარნგრძლივოს. მისივე თქმით, ბურთი პუტინის მოედანზეა.

„მსოფლიოს სჭირდება „მარცვლეულის შეთანხმება“. რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა, გაახანგრძლივოს ის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამის შედეგი გლობალური სასურსათო დაუცველობა იქნება. ასე რომ, ახლა ბურთი პრეზიდენტ პუტინის მოედანზეა და მას მსოფლიო უყურებს“, – განაცხადა ლაიენმა.

 

მსგავსი თემები