პარლამენტთან, საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნით აქცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტთან არასამთავრობო ორგანიზაციის „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის” ორგანიზებით, აქცია სახელწოდებით „ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთთან!” გაიმართა.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, რუსეთსა და საქართველოს შორის საზღვარი ჩაკეტვა იყო.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ჟორჟ ჟამერაშვილმა განაცხადა, მთავრობამ უნდა მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო, რომელიც რუსეთში მცხოვრები ქართველების ქვეყანაში დაბრუნებას მოახერხებს და საზღვარი უნდა ჩაიკეტოს მანამ, სანამ ქართველები აფხაზეთში თავისუფლად ჩასვლას არ შეძლებენ.

მსგავსი თემები