,,პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, ის ბელარუსში წავა” – პესკოვი

,,პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, იგი ბელარუსში წავა”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

პესკოვმა არ დააკონკრეტა „ვაგნერის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში რას გააკეთებს.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, „ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მსურველ მებრძოლთა ნაწილი თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმებს კონტრაქტებს.

მსგავსი თემები