ევგენი პრიგოჟინმა როსტოვში, სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბი დატოვა

ევგენი პრიგოჟინმა როსტოვში, სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბი დატოვა – ტელეგრამ არხებში გავრცელდა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ “ვაგნერის” ხელმძღვანელი ტერიტორიას მანქანით ტოვებს, ადგილზე შეკრებილები კი მას ტაშითა და ოვაციებით აცილებენ.

ასევე, გავრცელდა ვიდეო კადრები, როგორ ემზადებიან  “ვაგნერელები” შტაბის დასატოვებლად.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, ევგენი პრიგოჟინმა უსაფრთხოების გარანტიები მიიღო და ის ბელარუსში გადავა.

მსგავსი თემები