,,ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ სურს თავისუფალი გამოხატვის მქონე ქვეყანა”- სამანტა პაუერი

,,ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ სურს თავისუფალი გამოხატვის მქონე ქვეყანა, თავისუფალი პრესა და გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ,”- ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი ”ტვიტერზე” წერს. ,,კარგი ამბავი – საქართველოს მთავრობა აპირებს გააუქმოს შემოთავაზებული „უცხოური აგენტის“ კანონები, რომლებიც გაართულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის მუშაობას. ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ სურს თავისუფალი გამოხატვის მქონე ქვეყანა, თავისუფალი პრესა და გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ,”- წერს სამანტა პაუერი.

მეტი...

,,2008 წლის აგვისტო თუ განმეორდა, ლოლიაობის გარეშე, პირდაპირ თბილისს დაარტყამენ”- სიმონიანი

,,2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ლოლიაობას არავინ დაუწყებს და პირდაპირ თბილისს დაარტყამენ,”- ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი წერს. სიმონიანი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ,,თბილისში პროტესტის მონაწილეები ყვირიან: “სოხუმი! სოხუმი”. სინამდვილეში, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მეორე ფრონტის გასახსნელად იყო საჭირო ჩვენთვის. ჩემი მეგობრის სტივენ კოენის სიკვდილის შემდეგ, (რომელმაც, სხვათა შორის, ჯერ კიდევ 15 წლის წინ მითხრა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იცოცხლოს იმ დრომდე, მაგრამ აუცილებლად ნახავს, როგორ გაიყოფა უკრაინა ორ ნაწილად) მათ კრემლოლოგები არ დარჩენიათ და არავინ არის, ვინც ეტყვის, რომ 2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ლოლიაობას არავინ…

მეტი...

ჩინეთის პრეზიდენტად სი ძინპინი მესამე ვადით აირჩიეს

ჩინეთის პრეზიდენტად სი ძინპინი მესამე ვადით აირჩიეს. სი ძინპინი პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო. სი ძინპინი ქვეყნის პრეზიდენტად ხუთწლიანი ვადით აირჩიეს. მას ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) თითქმის 3 000 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. ხმის მიცემის პროცედურა ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ელექტრონული დათვლა კი 15 წუთში დასრულდა.

მეტი...

,,მისასალმებელი ნაბიჯია იმ კრიზისის განმუხტვის მიზნით, რომელიც მათ გამოიწვიეს”- ჰელსინკის კომისია კანონის გაწვევაზე

,,საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება, რომ ის გააუქმებს რუსული სტილის უცხო აგენტების კანონს, მისასალმებელი ნაბიჯია იმ კრიზისის განმუხტვის მიზნით, რომელიც მათ გამოიწვიეს,” – ამის შესახებ აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში. „ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რომ კანონპროექტი ოფიციალურად იქნეს გამოწვეული და მომიტინგეები სწრაფად გათავისუფლდნენ. ახლა „ქართული ოცნებისთვის“ ნათელი უნდა იყოს, რომ ქართველი ხალხი არ იქნება პასიური დემოკრატიის დემონტაჟის და მათ ევრო ატლანტიკური არჩევანზე უარის თქმის შემთხვევაში. მოდით, ახლა ყველამ ერთად ვიმუშაოთ დემოკრატიის განვითარებასა და დასავლური ინტეგრაციის გასაძლიერებლად“,- ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

მეტი...

შეირაღებული თავდასხმა ჰამბურგში – დაიღუპა შვიდი ადამიანი

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში შეირაღებული თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა შვიდი და დაშავდა რვა ადამიანი. ამ დროისთვის შეიარაღებული თავდასხმის მოტივი უცნობია.

მეტი...

,,ევროკავშირი არ არის მხოლოდ ბაზარი ან ბიუროკრატია, თუ ეჭვი გეპარებათ, ჰკითხეთ ქართველებს ან უკრაინელებს”- ევროპარლამენტარი

,,ევროკავშირი არ არის მხოლოდ ბაზარი ან ბიუროკრატია. ხალხი არ დგას ბაზრისთვის ან ბიუროკრატიისთვის,”- ამის შესახებ ევროპარლმენტარი რაფაელ გლუქსმანი სოციალურ ქსელში წერს. ,,ევროკავშირი არ არის მხოლოდ ბაზარი ან ბიუროკრატია. ხალხი არ დგას ბაზრისთვის ან ბიუროკრატიისთვის. თუ ეჭვი გეპარებათ, ჰკითხეთ უკრაინელებს ან ქართველებს. ისინი ყოველდღე გვახსენებენ, თუ რა არის სინამდვილეში ევროპული”,- წერს გლუქსმანი.

მეტი...

,,საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი და ევროპული“- მიხაილო პოდოლიაკი

,,არ შეიძლება უცხოური აგენტების შესახებ რეპრესიული კანონის მიღება,”– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს. „არ შეიძლება სცემო ადამიანები, რომლებსაც თავისუფლება, ევროპისკენ სვლა სურთ ან მიდიოდე ევროპისკენ და იყურებოდე რუსეთისკენ. არ შეიძლება, შენი პრეზიდენტი ნელ-ნელა ციხეში მოკლა. რაც ყველაზე მთავარია, არასდროს არ შეიძლება, უსმენდე რუსეთს. საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი და ევროპული“, – წერს პოდოლიაკი.  

მეტი...

,,ხელისუფლების პოზიცია გაურკვეველია, საქართველოს პოზიცია კი, ძალიან ნათელია”- პრეზიდენტი

,,ხელისუფლების პოზიცია გაურკვეველია, საქართველოს პოზიცია კი, ძალიან ნათელია,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე ე.წ. ”აგენტების კანონის” განხილვის პროცესის გაღრმავებამ დააზიანა თუ არა საქართველოს პოზიციები ევროკავშირთან, პრეზიდენტი პასუხობს: ,,არა, ვფიქრობ, რომ პირიქით. ყველამ იცის, რომ პარლამეტში უმრავლესობას ,,ქართული ოცნებას“ აქვს, შესაბამისად, ყველაფერი, რისი ინიციატორებიც ისინი იქნებიან, ყველაფრის იმპლემენტაცია და განხორციელება შეუძლიათ. რეალურად არავის შეუძლია ამ წინ აღუდგეს პროცესს, მათ შორის, არც პრეზიდენტის ვეტოს. ამ შემთხვევამ იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ როცა საზოგადოება ერთიანია, მას საპარლამენტო უმრავლესობის დამარცხებაც კი შეუძლიათ. ესაა მთავარი. ამან ძალიან ეფექტიანად აჩვენა სადაა…

მეტი...

,,მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უკან გაიწვიოს კანონი, რადგან ის არ შეესაბამება ქართულ და ევროატლანტიკურ ღირებულებას”- ნედ პრაისი

,,მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უკან გაიწვიოს ეს კანონი, რადგან ის არ შეესაბამება ქართულ და ევროატლანტიკურ ღირებულებას და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვას,”- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპატამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. მისი თქმით, მოუწოდებენ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ერთად იმუშაონ რეფორმებზე, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. „ძალიან ნათელია, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გარკვევით თქვა, რომ ერთადერთი არჩევანი საქართველოსთვის არის უსაფრთხო და აყვავებული ევროპული მომავალი. მივესალმებით კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უკან გაიწვიოს ეს კანონი, რადგან ის არ შეესაბამება ქართულ და ევროატლანტიკურ ღირებულებას და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვას. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს,…

მეტი...

რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან  თავის შეკავებას ურჩევს

რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან  თავის შეკავებას ურჩევს. იმ მოქალაქეებს კი, რომლებიც უკვე საქართველოში იმყოფებიან ხალხმრავალი ადგილების, კერძოდ, ბათუმისა და თბილისის ისტორიულ ცენტრების მორიდებისკენ მოუწოდებენ. ,,რუსეთის ეკონომიკისა და განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას გირჩევთ. თუ უკვე ქვეყანაში ხართ, გირჩევთ მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, კერძოდ, ბათუმისა და თბილისის ისტორიულ ცენტრებს.დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში, ტურისტებისთვის მოქმედებს “ტურისტთა დახმარების ასოციაციის” ტელეფონი. ტურისტებს, რომლებიც ინდივიდუალურად მოგზაურობენ, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებას”, – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

,,ევროპისკენ მიბრუნებულმა საქართველომ იცის, რომ მას შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს“- ემანუელ მაკრონი

,,ევროპისკენ მიბრუნებულმა საქართველომ იცის, რომ მას შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს,” – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი „ტვიტერზე” წერს. „გაგონილ იქნა ქართველების ერთგულება დემოკრატიულ ღირებულებებთან, პრესისა და გაერთიანების თავისუფლებასთან. ევროპისკენ მიბრუნებულმა საქართველომ იცის, რომ მას შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს“,- წერს ემანუელ მაკრონი.

მეტი...

„ჩემი ორი ყველაზე დიდი სიხარული“ – მიხეილ სააკაშვილი

გუშინ, პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მომღერალი სოფო ნიჟარაძე და მიხეილ სააკაშვილის შვილი ელის-მარია სააკაშვილიც მივიდნენ. მათ ფოტოებს პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს: „ჩემი ორი ყველაზე დიდი სიხარული აქციაზე“.

მეტი...