,,მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უკან გაიწვიოს კანონი, რადგან ის არ შეესაბამება ქართულ და ევროატლანტიკურ ღირებულებას”- ნედ პრაისი

,,მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უკან გაიწვიოს ეს კანონი, რადგან ის არ შეესაბამება ქართულ და ევროატლანტიკურ ღირებულებას და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვას,”- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპატამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

მისი თქმით, მოუწოდებენ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ერთად იმუშაონ რეფორმებზე, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„ძალიან ნათელია, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გარკვევით თქვა, რომ ერთადერთი არჩევანი საქართველოსთვის არის უსაფრთხო და აყვავებული ევროპული მომავალი.

მივესალმებით კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უკან გაიწვიოს ეს კანონი, რადგან ის არ შეესაბამება ქართულ და ევროატლანტიკურ ღირებულებას და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვას. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ერთად იმუშაონ რეფორმებზე, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც ქართველ ხალხს ერთსულოვნად სურს.

არა მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, არამედ რამდენიმე ათეული წელია, ქართველი ხალხი ძალიან მკაფიოა მათ გამოხატვაში, რომ მათ სურთ საქართველო, რომელიც არის დემოკრატიული, აყვავებული და ინტეგრირებულია ევროატლანტიკურ რეგიონთან. მათ ეს კიდევ ერთხელ გააკეთეს. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ამ მისწრაფებების პარტნიორობას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

მსგავსი თემები