რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან  თავის შეკავებას ურჩევს

რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან  თავის შეკავებას ურჩევს. იმ მოქალაქეებს კი, რომლებიც უკვე საქართველოში იმყოფებიან ხალხმრავალი ადგილების, კერძოდ, ბათუმისა და თბილისის ისტორიულ ცენტრების მორიდებისკენ მოუწოდებენ.

,,რუსეთის ეკონომიკისა და განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას გირჩევთ. თუ უკვე ქვეყანაში ხართ, გირჩევთ მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, კერძოდ, ბათუმისა და თბილისის ისტორიულ ცენტრებს.დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში, ტურისტებისთვის მოქმედებს “ტურისტთა დახმარების ასოციაციის” ტელეფონი. ტურისტებს, რომლებიც ინდივიდუალურად მოგზაურობენ, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები