ჩინეთის პრეზიდენტად სი ძინპინი მესამე ვადით აირჩიეს

ჩინეთის პრეზიდენტად სი ძინპინი მესამე ვადით აირჩიეს. სი ძინპინი პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო.

სი ძინპინი ქვეყნის პრეზიდენტად ხუთწლიანი ვადით აირჩიეს. მას ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) თითქმის 3 000 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

ხმის მიცემის პროცედურა ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ელექტრონული დათვლა კი 15 წუთში დასრულდა.

მსგავსი თემები