,,ხელისუფლების პოზიცია გაურკვეველია, საქართველოს პოზიცია კი, ძალიან ნათელია”- პრეზიდენტი

,,ხელისუფლების პოზიცია გაურკვეველია, საქართველოს პოზიცია კი, ძალიან ნათელია,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე ე.წ. ”აგენტების კანონის” განხილვის პროცესის გაღრმავებამ დააზიანა თუ არა საქართველოს პოზიციები ევროკავშირთან, პრეზიდენტი პასუხობს:

,,არა, ვფიქრობ, რომ პირიქით. ყველამ იცის, რომ პარლამეტში უმრავლესობას ,,ქართული ოცნებას“ აქვს, შესაბამისად, ყველაფერი, რისი ინიციატორებიც ისინი იქნებიან, ყველაფრის იმპლემენტაცია და განხორციელება შეუძლიათ. რეალურად არავის შეუძლია ამ წინ აღუდგეს პროცესს, მათ შორის, არც პრეზიდენტის ვეტოს. ამ შემთხვევამ იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ როცა საზოგადოება ერთიანია, მას საპარლამენტო უმრავლესობის დამარცხებაც კი შეუძლიათ. ესაა მთავარი. ამან ძალიან ეფექტიანად აჩვენა სადაა საქართველოს მოსახლეობა, რომელმაც უკვე არაერთხელ დაამტკიცა თავისი პროევროპულობა. ყველა გამოკითხვის მიხედვით 80 პროცენტი ევროკავშირის მომხრეა, ხალხს აქეთ სურს წასვლა, სწავლა – ნათელია, რა პოზიცია აქვს საქართველოს მოსახლეობას. ამ ბოლო პერიოდში რაც ნაკლებად ნათელი იყო – ეს ხელისუფლების პოზიციაა, რადგან სწორედ მათ ჩაწერეს კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკური პროცესი, რომ საქართველო განაცხადს 2024 წლისათვის გააკვეთებდა, უეცრად კი ნაბიჯებს სხვა მიმართულებით დგამენ. ასე რომ,  მათი პოზიცია გაურკვეველია, საქართველოს პოზიცია კი, ძალიან ნათელია,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები