,,ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ სურს თავისუფალი გამოხატვის მქონე ქვეყანა”- სამანტა პაუერი

,,ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ სურს თავისუფალი გამოხატვის მქონე ქვეყანა, თავისუფალი პრესა და გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ,”- ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი ”ტვიტერზე” წერს.

,,კარგი ამბავი – საქართველოს მთავრობა აპირებს გააუქმოს შემოთავაზებული „უცხოური აგენტის“ კანონები, რომლებიც გაართულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის მუშაობას. ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ სურს თავისუფალი გამოხატვის მქონე ქვეყანა, თავისუფალი პრესა და გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ,”- წერს სამანტა პაუერი.

მსგავსი თემები