სავარაუდოდ, რუსეთის აღჭურვილობა და ცოცხალი ძალა მნიშვნელოვნად ამოწურულია – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, სავარაუდოდ, რუსეთის აღჭურვილობა და ცოცხალი ძალა “მნიშვნელოვნად არის ამოწურული”. მათივე განცხადებით, რუსეთის უუნარობა, მოკლევადიან პერიოდში აღადგინოს დახარჯული სამხედრო ძალა კიდევ უფრო ზღუდავს მანევირების შესაძლებლობას. “რუსეთის ძვირადღირებულმა სამხედრო კამპანიამ უკრაინაში, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად ამოწურა რუსული აღჭურვილობა და ცოცხალი ძალის რეზერვები, რომლებიც აუცილებელია აღმოსავლეთ უკრაინაში წარმატებული ფართომასშტაბიანი შეტევის შესანარჩუნებლად”, – აცხადებენ ომის შემსწავლელი ინსტიტუტში.  

მეტი...

სროლა აშშ-ის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში – არის მსხვერპლი

აშშ-ის ტეხასის შტატში, ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაშავებულებიდან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი. ამ დროისთვის, თავდასხმის მოტივი უცნობია.

მეტი...

თურქეთშო ქართველი მეხანძრე-მაშველების როტაციის პროცესი დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი სამაშველო ჯგუფი თურქეთში ჩავიდა – აღნიშნულმა ჯგუფმა ის მეხანძრე-მაშველები ჩაანაცვლა, რომლებიც ქალაქ ადიამანში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს ამ დრომდე ახორციელებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თურქეთში კვლავ რჩებიან ქართული სამაშველო ძალების ადგილზე მოქმედი შტაბის ხელმძღვანელები და სპეციალიზებული მაშველები. „ქალაქ ადიამანში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თურქეთის რესპუბლიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში – ფატმა ჯერენ იაზგანმა ქართველ მაშველებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. თურქულ მხარესთან კოორდინაციის შემდეგ, ქართული სამაშველო ჯგუფის ახალი ამოცანა განისაზღვრა, რომლის მიხედვითაც 100 ქართველი მაშველი მიწისძვრის…

მეტი...

პოლიციამ რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 13 პირი დააკავეს. ,,ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული ი.მ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე დააკავეს. სამართალდამცველებმა, ი.მ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს პისტოლეტი და მჭიდი. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ლ.ა. ქალაქ რუსთავში, ხოლო 1987 წელს დაბადებული ა.ტ. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა, ლ.ა.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით…

მეტი...

ენტონი ბლინკენი 19 თებერვალს თურქეთში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 19 თებერვალს თურქეთში ჩავა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა აღნიშნული, ბლინკენი ჯერ ინჯირლიკის საჰაერო ბაზას ეწვევა, სადაც პირადად იხილავს თურქეთისთვის გაწეული ამერიკული დახმარების შედეგს, შემდეგ კი ანკარაში გაემგზავრება, სადაც კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსა და სხვა თურქ მაღალჩინოსნებს შეხვდება. ისინი სტიქიისგან დაზარალებული ქვეყნისთვის შემდგომი დახმარების გაწევასა და ორი ქვეყნის პარტნიორობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ. ,,ბლინკენი 19 თებერვალს თურქეთში ინჯირლიკის საჰაერო ბაზას ეწვევა, რათა უშუალოდ დაინახოს აშშ-ის ძალისხმევა, დაეხმაროს თურქეთის ხელისუფლებას 6 თებერვლის მიწისძვრით გამოწვეული სტიქიის დასაძლევად”- განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 41 000-ს აჭარბებს. აქედან მხოლოდ თურქეთში დაღუპულია…

მეტი...

,,გაზაფხულზე ნამდვილად უნდა იგრძნობოდეს, რომ უკრაინა გამარჯვებისკენ მიდის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

„რუსეთის მხრიდან ინიციატივის ხელახლა აღების მცდელობა უნდა აღიკვეთოს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ,”- ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ და არმიამ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა გაზაფხულზე იგრძნობოდეს, რომ უკრაინა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში გამარჯვებისკენ მიდის. „უნდა უზრუნველვყოთ, რომ ამ გაზაფხულზე ნამდვილად იგრძნობოდეს, რომ უკრაინა გამარჯვებისკენ მიდის. ეს ეხება ჩვენი თავდაცვის ძალების მომზადებას, ჩვენი ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას და ჩვენს სტრატეგიულ ინიციატივას ომში“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მხრიდან ბრძოლის ველზე ინიციატივის ხელახლა აღების მცდელობა უნდა აღიკვეთოს. „რუსეთის მხრიდან ინიციატივის ხელახლა აღების მცდელობა…

მეტი...

,,576 კოლეგა და მე ვეთანხმებით: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მთავრობაა პასუხისმგებელი”- ვიოლა ფონ კრამონი

,,576 კოლეგა და მე ვეთანხმებით: მიხეილ სააკაშვილის, ისევე როგორც სხვა პატიმრების ჯანმრთელობაზე, საქართველოს მთავრობაა პასუხისმგებელი,’ – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერში“ წერს. მისი თქმით, საკითხი, ჰუმანიტარულ საფუძველზე, რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს. „ჩვენ დაუყოვნებლივ გვჭირდება პრობლემის ჰუმანიტარული გადაწყვეტა, რაც შეიძლება მალე, რათა საქართველომ, ბოლოს და ბოლოს სხვა თემებზე მოახდინოს ფოკუსირება“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

მეტი...

დიდთოვლობის გამო, ქვეყნის მასშტაბით გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რამდენიმე დღეა, მთელი საქართველოს მასშტაბით უპრეცენდენტო დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობებია, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები. მთელი საქართველოს მასშტაბით, საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. ყველა საჭირო ადგილას მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა. საერთო ჯამში, გაწმენდით სამუშაოებზე 500 ერთეულზე მეტი ტექნიკა მუშაობს, რათა საავტომობილო გზებზე განვლადობა მაქსიმალურად შენარჩუნდეს. ამ დროისთვის საავტომობილო გზებზე დაწესებულია შემდეგი სახის შეზღუდვები: მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40–კმ260 (მუხრანის გადასახვევი-სამტრედია-დაფნარის კვანძი) მონაკვეთზე, მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის…

მეტი...

,,რუსებმა შეცვალეს ტაქტიკა, ახორციელებენ აქტიურ დაზვერვას” – ანდრეი ერმაკი

რუსმა ოკუპანტებმა წუხელ უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები გაუშვეს და არაერთ ოლქს დაარტყეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. მისი თქმით, რუსული რაკეტები უკრაინის ჩრდილო-დასავლეთით, ასევე დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის რაიონებში მოხვდა. ,,რუსების მორიგი სარაკეტო შეტევა, უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები ღამით გაუშვეს.  სამწუხაროდ, არის დარტყმები უკრაინის ჩრდილოეთით და დასავლეთით, ასევე დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის რაიონებში. რუსებმა გარკვეულწილად შეცვალეს ტაქტიკა. ისინი ახორციელებენ აქტიურ დაზვერვას, იყენებენ ცრუ სამიზნეებს. მაგრამ საზენიტო თავდაცვა გაუმკლავდა მტრის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების უმეტესობას”,- განაცხადა ერმაკმა.

მეტი...

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი წარადგინა

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი წარადგინა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ახალ პაკეტში შეზღუდვების სამი ტიპია გათვალისწინებული. იზრდება იმ ჩამონათვალის სია, რომელთა მიყიდვაც რუსეთისთვის იკრძალება. საუბარია ელექტროტექნიკასა და სპეციალიზებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, მანქანისა და სატვირთოების სათადარიგო ნაწილებზე, სამშენებლო მასალებზე, რომელიც შესაძლოა, რუსმა სამხედროებმა გამოიყენონ. ამასთან, პერსონალური სანქციებისამხედროებსა და პროპაგანდისტული აპარატის წევრებს მოიცავს. სანქცირებულთა სიაში შესაძლოა, მოხვდეს კიდევ სამი რუსული ბანკი – „ალფა“, „ტინკოფი“ და „როსბანკი“.  

მეტი...

თურქულმა ტელეარხებმა მიწისძვრისგან დაზარალებულების დახმარებისთვის ერთობლივი ტელემარათონი გამართეს

მიწისძვრის შედეგად დაზარალებული თურქეთის ფინანსური დახმარებისთვის, რვა თურქულმა ტელეარხმა ერთობლივი ტელემარათონი გამართა. მარათონში, რომელშიც მონაწილეობას ცნობადი სახეების იღებდნენ ტელეარხებმა 6.1 მილიარდი დოლარის ოდენობით თანხის შეგროვება შეძლეს. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 41 000-ს აჭარბებს. აქედან მხოლოდ თურქეთში დაღუპულია 35 418 ადამიანი, სირიაში კი დაღუპულთა რიცხვი 5 814-ს შეადგენს.

მეტი...

,,საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და დეოლიგარქიზაცია”- რასა იუკნევიჩიენე

,,საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და დეოლიგარქიზაცია,”- ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე „ტვიტერზე“ წერს. „დღეს ევროპარლამენტმა მიიღო გადაუდებელი  რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე. ტექსტი ნათელია – ბიძინა ივანიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა “სააკაშვილის პატიმრობაზე, როგორც პირადი ვენდეტის ნაწილი”. საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და დეოლიგარქიზაცია,”- წერს ევროპარლამენტარი.

მეტი...

,,ვერავის მივცემთ უფლებას, რომ დაგვაშანტაჟოს, საქართველოს კონსტიტუცია დახიოს და გადაყაროს”- არჩილ თალაკვაძე

,,ვერავის მივცემთ უფლებას, რომ დაგვაშანტაჟოს, საქართველოს კონსტიტუცია დახიოს და გადაყაროს,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. „ხელისუფლება იცავს საქართველოს სიმართლეს. რაც არ უნდა თქვან, როდესაც ეს ნათქვამი იქნება სიმართლისგან შორს, უსაფუძვლო, იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესების უგულებელყოფით გაკეთებული ასეთი ძალიან უხეში ფორმებით, როგორც თუნდაც, რეზოლუციაში არის მოწოდება, ჩვენ ყოველთვის გავცემთ პასუხს. ნამდვილად ვერავის მივცემთ უფლებას, დაგვაშანტაჟოს, საქართველოს კონსტიტუცია დახიოს და გადაყაროს. ევროკავშირი იწყება შენი ქვეყნის კონსტიტუციით. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში წერია ევროკავშირი და, შესაბამისად, არავის აქვს უფლება, არცერთ ცალკეულ ევროპარლამენტარს, რომ…

მეტი...

,,მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”- პრაისი ”ხალხის ძალის” კანონპროექტზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია “უცხოური აგენტების შესახებ” პარლამენტში შესულ კანონპროექტზე და ღრმად აშფოთებთ მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. მისი თქმით, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. “გვაქვს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტზე და ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ჩვენ ეს წუხილები გავუზიარეთ საქართველოს მთავრობას. შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს…

მეტი...