თურქულმა ტელეარხებმა მიწისძვრისგან დაზარალებულების დახმარებისთვის ერთობლივი ტელემარათონი გამართეს

მიწისძვრის შედეგად დაზარალებული თურქეთის ფინანსური დახმარებისთვის, რვა თურქულმა ტელეარხმა ერთობლივი ტელემარათონი გამართა.

მარათონში, რომელშიც მონაწილეობას ცნობადი სახეების იღებდნენ ტელეარხებმა 6.1 მილიარდი დოლარის ოდენობით თანხის შეგროვება შეძლეს.

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 41 000-ს აჭარბებს. აქედან მხოლოდ თურქეთში დაღუპულია 35 418 ადამიანი, სირიაში კი დაღუპულთა რიცხვი 5 814-ს შეადგენს.

მსგავსი თემები