,,გაზაფხულზე ნამდვილად უნდა იგრძნობოდეს, რომ უკრაინა გამარჯვებისკენ მიდის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

„რუსეთის მხრიდან ინიციატივის ხელახლა აღების მცდელობა უნდა აღიკვეთოს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ,”- ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ და არმიამ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა გაზაფხულზე იგრძნობოდეს, რომ უკრაინა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში გამარჯვებისკენ მიდის.

„უნდა უზრუნველვყოთ, რომ ამ გაზაფხულზე ნამდვილად იგრძნობოდეს, რომ უკრაინა გამარჯვებისკენ მიდის. ეს ეხება ჩვენი თავდაცვის ძალების მომზადებას, ჩვენი ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას და ჩვენს სტრატეგიულ ინიციატივას ომში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მხრიდან ბრძოლის ველზე ინიციატივის ხელახლა აღების მცდელობა უნდა აღიკვეთოს.

„რუსეთის მხრიდან ინიციატივის ხელახლა აღების მცდელობა უნდა აღიკვეთოს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთში სულ უფრო ნაკლები სურვილია უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ქვეშ შენარჩუნების. ჩვენი მიწის გათავისუფლება არის მიზანი, რაზეც ყოველდღე ვმუშაობთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები