სავარაუდოდ, რუსეთის აღჭურვილობა და ცოცხალი ძალა მნიშვნელოვნად ამოწურულია – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, სავარაუდოდ, რუსეთის აღჭურვილობა და ცოცხალი ძალა “მნიშვნელოვნად არის ამოწურული”.

მათივე განცხადებით, რუსეთის უუნარობა, მოკლევადიან პერიოდში აღადგინოს დახარჯული სამხედრო ძალა კიდევ უფრო ზღუდავს მანევირების შესაძლებლობას.

“რუსეთის ძვირადღირებულმა სამხედრო კამპანიამ უკრაინაში, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად ამოწურა რუსული აღჭურვილობა და ცოცხალი ძალის რეზერვები, რომლებიც აუცილებელია აღმოსავლეთ უკრაინაში წარმატებული ფართომასშტაბიანი შეტევის შესანარჩუნებლად”, – აცხადებენ ომის შემსწავლელი ინსტიტუტში.

 

მსგავსი თემები