ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი წარადგინა

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი წარადგინა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ახალ პაკეტში შეზღუდვების სამი ტიპია გათვალისწინებული.

იზრდება იმ ჩამონათვალის სია, რომელთა მიყიდვაც რუსეთისთვის იკრძალება. საუბარია ელექტროტექნიკასა და სპეციალიზებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, მანქანისა და სატვირთოების სათადარიგო ნაწილებზე, სამშენებლო მასალებზე, რომელიც შესაძლოა, რუსმა სამხედროებმა გამოიყენონ.

ამასთან, პერსონალური სანქციებისამხედროებსა და პროპაგანდისტული აპარატის წევრებს მოიცავს. სანქცირებულთა სიაში შესაძლოა, მოხვდეს კიდევ სამი რუსული ბანკი – „ალფა“, „ტინკოფი“ და „როსბანკი“.

 

მსგავსი თემები