600 000 ლარის ეპილაცია-ბოტოქსისთვის, 150 000 სტილისტისთვის – კიდევვ რას ედავება ბრალდება მიხეილ სააკაშვილს?!

ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესია ჩანიშნული.  ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი საბიუჯეტო თანხებს პირადი ფუფუნებისთვის ხარჯავდა, რომელსაც წარმომადგენლობით ხარჯებთან კავშირი არ აქვს.

„სააკაშვილს ფუფუნებისთვის, ეპილაციის, ბოტოქსის, გამაჯანსაღებელი პროცედურების, მკერდით ხატვის სერვისისთვის აქვს გახარჯული თანხები და დაცვის მხარე ცრუობს, რომ ამ თანხებში წარმომადგენლობითი ხარჯები შედი“ – აცხადებს პროკურორი, არჩილ ტყეშელაშვილი პირველი არხის ეთერში.

მისივე განმარტებით, ბიუჯეტიდან, მიხეილ სააკაშვილის ფუფუნებისთვის გახარჯულია 9 მილიონი ლარი.

„ხვალ იმართება საქმის განხილვა. ეს საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტის 9 მლნ ლარის გაფლანგვას. ეს თანხები გაფლანგულია ბრალდებულ სააკაშვილის პირადი სიამოვნებისთვის და ფუფუნების მიზნებისათვის დანაშაულებრივად. საქმეზე წარვადგინეთ არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომლებითაც დასტურდება მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა…დოკუმენტები უტყუარად დასტურდება, რომ ეს ხარჯები დანაშაულებრივი გზით იყო გაწეული. ფუფუნებისთვის და სიამოვნებისთვის ბრალდებულ სააკაშვილს მაგალითად 150 000 ლარამდე მხოლოდ სტილისტთან აქვს გადახდილი თმის შეჭრისთვის; ასევე, რომ წარმოვიდგინოთ, 190 000 ლარი დაუჯდა დაახლოებით, პირადი მზარეული რომ დაექირავებინა; 600 000 ლარამდე არის გახარჯული ეპილაციაზე, ბოტოქსების გაკეთებაში და გამაჯანსაღებელ პროცედურებში“ – აცხადებს ტყეშელაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.

მსგავსი თემები