“დღეის მონაცემებით 12-15 წლის ასაკში 2 027 მოზარდია აცრილი” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მონაცემებით 12-15 წლის ასაკში 2 027 მოზარდია აცრილი.

მისი თქმით, მოზარდებში ვაქცინაცია დაბალია.

“ჩვენ იცით რომ დავიწყეთ 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია. აცრილია დღევანდელი მონაცემებით – 2 027 ამ ასაკის მოზარდი. 16-17 წლის მოზარდებში შედარებით მეტია 11 215 მოზარდია აცრილი, მაგრამ ეს არასაკმარისია რა თქმა უნდა. არის საშიშროება რომ “ომიკრონი” ახალგაზრდა ასაკში მეტად გავრცელდეს. ახალგაზრდა ასაკი შემდეგ აზიანებს ხანდაზმულებს და ხანდაზმულებში გამოსავალი რთულია,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები