„მოგზაურობა გადადეთ“ – ჯანმო ვირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს მოსახლეობას მიმართავს, კორონავირუსის ახალ, ე.წ. სამხრეთ აფრიკულ შტამთან დაკავშირებით მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ და მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

ჯანმო განსაკუთრებულ რისკებს სადღესასწაულო დღეებში ხედავს და აცხადებს, რომ თუ აუცილებლობა არსებობს საერთოაშორისო გამგზავრებისთვის, არსებული რეკომენდაციების დაცვა მკაცრად უნდა მოხდეს.

ჯანმო განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებს აფრთხილებს და მოუწოდებს, სანამ „სამხრეთ აფრიკული შტამის შესახებ ყველაფერი არ იციან და კვლევები გრძელდება, 60 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა მოგზაურობისა და ხალხმრავლობისგან თავი შეიკავონ. განსაკუთრებულ ყურადღებას კი მათზე ამახვილებს, ვისაც სხვადასხვა დაავადება აწუხებს.

ჯანმოს განცხადებით, დიდი ალბათობით, „სამხრეთ აფრიკული“ შტამი  მსოფლიოს მეტ ქვეყანაში დაფიქსირდება. არსებული ინფორმაციით, „ომიკრონმა“ ევროპაშიც შეაღწია.

მსგავსი თემები