იტალიაში სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა დაწესებულება დაიხურა

 მთავრობის გადაწყვეტილებით, სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ქვეყანაში ყველა დაწესებულება დაიხურა. იქამდე კი, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა, რომელიც 3 აპრილამდე გაგრძელდება.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსს 827 ადამიანი ემსხვერპლა, დაინფიცირების შემთხვევები კი 12 462-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 1 135 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 38-ია.

მსგავსი თემები