“უსაფრთხო ზონის შექმნა არის შესაძლებლობა იმუნიზაციის დაჩქარების და ეკონომიკის ამოქმედების” – შოთა ბურჯანაძე

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ “მწვანე პასპორტების” ამოქმედება ერთადერთი შესაძლებლობაა, ქვეყანა მდგომარეობიდან გამოვიდეს. 

მისი თქმით, ეს იმუნიზაციის დაჩქარებას ადა ეკონომიკის ამოქმედებას შეუწყობს ხელს. 

“რა თქმა უნდა, მისასალმებელია და ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, გამოვიდეთ იმ რთული სიტუაციიდან, რასაც კოვიდვითარება ჰქვია, ვითარება, რომელიც ურთულესია ქვეყანაში და ერთ-ერთი გამორჩეულია ამ სირთულეებით. უსაფრთხო ზონის შექმნა არის შესაძლებლობა იმუნიზაციის დაჩქარების, ეკონომიკის ამოქმედების და ის შეზღუდვები, რაც დღეს გვაქვს, რასაც მოკლებულია საზოგადოება, იმის მიღების. რეალურად, ეს უნდა იყოს “მწვანე ზონა,”- აცხადებს შოთა ბურჯანაძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეიდან ქვეყანაში “მწვანე პასპორტები” ამოქმედდა. ვისაც “მწვანე სტატუსი” არ აქვს, შესვლა ეკრძალება რესტორნებში, კინოთეატრებში, გასართობ ცენტრებში, სასტუმროებში და სხვა დაწესებულებებში. ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ სერვისების მიღება-მიწოდების მიზნით, შექმნილია ორი სპეციალური აპლიკაცია, რომლითაც ხდება ადამიანების შემოწმება – აქვთ თუ არა მათ “მწვანე სტატუსი”. 

იმისათვის, რომ პიროვნებას ჰქონდეს “მწვანე სტატუსი”, უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული; ჰქონდეს გადატანილი კორონავირუსი, ან გაკეთებული ჰქონდეს PCR ტესტი (72 საათიანი ვალიდურობის) ან ანტიგენის სწრაფი ტესტი (24 საათიანი) ვალიდურობის. 

მსგავსი თემები