ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დარღვეულია – ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანა

ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დარღვეულია – დღეს დილით ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანა. ოფიციალური ინფორმაციით, მათმა საფრენმა აპარატებმა ქალაქ ხან იუნისსა და ღაზაში “ჰამასის” სამხედრო ობიექტები გაანადგურეს. მსხვერპლის შესახებ მონაცემები, ამ ეტაპზე, არ ვრცელდება.

საჰაერო დარტყმების შესახებ გადაწყვეტილება თელ-ავივმა მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინის ტერიტორიიდან ხანძრის გამომწვევი სპეციალური საჰაერო ბურთები გაუშვეს, რომელმაც საზღვართან 20-მდე ხანძარი გამოიწვია. საჰაერო თავდასხმები პირველი იყო მას შემდეგ, რაც ისრაელსა და პალესტინას შორის 11-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტი დასრულებულად გამოცხადდა.

მსგავსი თემები