აშშ და რუსეთი მოსკოვსა და ვაშინგტონში ელჩების დაბრუნებაზე შეთანხმდნენ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჟენევაში აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯო ბაიდენთან საუბრისას ისინი ელჩების დაბრუნების საკითხს შეეხნენ, თუმცა როდის დაბრუნდებიან დიმლომატები საკუთარ მისიებში, დაზუსტებული ჯერ არ არის და პუტინის თქმით, ეს უკვე მხოლოდ ტექნიკური საკითხია. 

“რაც შეეხება ელჩების დაბრუნებას თავიანთი განწესების ადგილას, მოსკოვში ამერიკის ელჩისა და ვაშინგტონში რუსეთის ელჩის დაბრუნებას, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ზუსტად როდის მოხდება, ეს უკვე ტექნიკური საკითხებია.

ამაზე ჩვენი საგარეო საქმეთა უწყებები შეთანხმდებიან. ვისაუბრეთ დიპლომატიურ საკითხებზე, ბევრია განსახილველი. როგორც მე დამრჩა შთაბეჭდილება, ორივე მხარე მომართულია გადაწყვეტის მიგნებისკენ,”- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 

მსგავსი თემები