დღეს ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შედგება

„ყოველთვის მზად ვარ“ – ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა მზად დღევანდელი დღისთვის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის. დღეს აშშ-ისა და რუსეთის პირველი პირები პრეზიდენტების რანგში ერთმანეთს პირველად ხვდებიან. შეხვედრა რამდენიმე საათში ჟენევაში, ლა გრანჟის ვილაში გაიმართება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკვე ჟენევაში იმყოფება.

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის აუდიენცია რომის პაპთან, მის უწმინდესობა პაპ ფრანცისკესთან. ასევე, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.

მეტი...