ფოთში, ზღვაში გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებენ

ამ დრომდე, ფოთში, ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცი ვერ იპოვეს.  26 წლის მამაკაცი წყალმა მალთაყვის სანაპიროდან  გაიტაცა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის მარტო არ ყოფილა. ნაპირთან ახლოს, წელამდე წყალში იდგა, როცა დინებამ უცებ გაიტაცა. მაშველები ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ, თუმცა, მამაკაცი ვერ იპოვეს.

 სამძებრო ოპერაციაში  ცოცხალ ძალასთან ერთად ჩართულია სპეციალური ტექნიკა.

მსგავსი თემები