გილოცავთ მაცხოვრის ამაღლებას

ქრისტიანული სამყარო  მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღნიშნავენ.

დღეს, ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედ  ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება.

წმინდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს, აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. უკანასკნელად აღდგომიდან მეორმოცე დღეს გამოეცხადა, აიყვანა ზეთისხილის მთაზე, უთხრა, არსად წასულიყვნენ იერუსალიმიდან, ვიდრე მათზე არ გადავიდოდა სულიწმინდის მადლი, რის შემდეგაც ქრისტიანობის გასავრცელებლად განსაკუთრებულ ძალას მიიღებდნენ. ამ სიტყვების შემდეგ, მოწაფეები აკურთხა და მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა.

მსგავსი თემები