დღეს ნიკანორ მელიას სასამართლო პროცესი იმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს უბრუნდება. სასამართლო  ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევს და  მოწმეებს  დაკითხავს.

“ნაციონალურ მოძრაობა”  სასამართლო პროცესს ფარსს უწოდებს და აცხადებენ, რომ პროცესს სამართალთან და სამართლიანობასთან  კავშირი არ აქვს, რადგან ეს პოლიტიკურად მოტივირებულია საქმე და პროცესია. 

სასამართლო სხდომაზე დასწრებას არ აპირებს თავად ნიკანორ მელია. მას ბრალდების მხარე 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობას  ედავება.

მსგავსი თემები