ყალბი მართვის მოწმობების დამზადება

ყალბი მართვის მოწმობების დამზადებისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დაკავებულები მართვის მოწმობებს დასავლეთ საქართველოში ამზადებდნენ და ასაღებდნენ.   

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარისა და გურიის რეგიონებში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა ოთხი პირის მიმართ დაიწყეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარისა და გურიის რეგიონებში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენლებმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს და გაასაღეს მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო სხვადასხვა კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ გადაამზადეს მოქალაქეები შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით“  -აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები