ლენტეხში მძღოლის ცემით მოკვლის საქმისთვის რწმუნებულის მეუღლე დააკავეს

რამდენიმე დღის უკან, ლენტეხში სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ცემით მოკლეს. აღნიშნული შემზარავი ფაქტი ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში მოხდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით,   სოფლის რწმუნებულის მეუღლე დააკავეს.

დაკავებულ ქალბატონს  დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი ადამიანია დაკავებული. ჩხუბში მონაწილე სხვა ადამიანებს კი ეძებენ.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 5 ივნისს მოხდა. სამარშრუტო ტაქსის მძღოლი სახლიდან გამოიყვანეს, თითქოს ამანათი უნდა გაეგზავნათ, თუმცა, შელაპარაკების შედეგად ის ისე სცემეს, გარდაიცვალა. ერთ-ერთი ინფორმაციით, მძღოლს გარკვეული პირები თანხას სძალავდნენ და ამას სისტემატური ხასიათი ჰქონდა.

მსგავსი თემები