ვირუსით 14 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 128 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 337 023-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 996 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 705 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 380 შემთხვევა, აჭარა – 39, იმერეთი – 59, ქვემო ქართლი – 55, შიდა ქართლი – 16, გურია – 18, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78, კახეთი – 41, მცხეთა-მთიანეთი – 11, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

მსგავსი თემები