„პარტიების დაფინანსების სისტემაზე კითხვების არ არსებობს“ – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პარტიების დაფინანსების საკითხი სრულად გამჭვირვალეა და კითხვების არ არსებობს.

„პარტიების დაფინანსების წესზე გავატარეთ ძალიან დემოკრატიული რეფორმა. კერძოდ, შემოვიღეთ პარტიების დაფინანსების გამჭვირვალე და სამართლიანი წესი, რომელსაც ეთანხმებოდნენ ოპოზიციური პარტიები.  შესაბამისად, დღეს დაფინანსების სისტემაზე კითხვები აღარ არსებობს. მოცემული დაფინანსების სისტემა არის გამჭვირვალე. დაფინანსების ახალ წესში პარტიული დაფინანსება მიბმულია ბარიერზე, შესაბამისად, ამ კუთხით აქ არაფერი იცვლება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.

კითხვაზე, რატომ უნდა დაფინანსდეს ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შედიან, მისი პასუხი შემდეგია:

„ვითვალისწინებთ განწყობებს და იმ ლეგიტიმურ არგუმენტებს, რომელიც არაერთ მოქალაქეს აქვს ჩვენს ქვეყანაში. საუბარი გახლავთ პარტიებზე, რომლებიც შესაძლოა, არ შემოსულიყვნენ პარლამენტში. 6 მილიონიან დაფინანსებაზეა საუბარი. წარმოიდგინეთ მოქალაქეების გადასახადებიდან 6 მილიონი ლარი არსებული კანონმდებლობით შესაძლოა, მოხმარებოდა ისეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აირჩიეს მოქალაქეებმა, მაგრამ მათ უარი თქვეს პარლამენტში საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე“.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში დრეს იხილება  საკანონმდებლო ცვლილებები,  რომლის მიხედვითაც, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და რიგ პრივილეგიებს დაკარგავს.

მსგავსი თემები