შესაძლოა, ნინოწმინდის პანსიონატი საოჯახო ტიპის სახლად გადაკეთდეს

  •  

საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ბავშვთა პანსიონატს შესაძლოა სტატუსი შეეცვალოს და საოჯახო ტიპის დაწესებულებად გადაკეთდეს. აღნიშნულის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა, სხვადასხვა მიმართულების ექსპერტების ჩართულობით მსჯელობა გრძელდება.

რაც შეეხება ამ ეტაპზე არსებულ ვითარებას, პანსიონატში შეხვედრები და სტუმრიანობა ისევ გრძელდება. გუშინ პანსიონატში საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთან ფონდის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ეტაპობრივად გრძელდება პანსიონატიდან ბავშვთა გადინების პროცესი.

როგორც მოზარდები და მათი მშობლები აცხადებენ, მათი გასვლა საზაფხულო არდადეგებს უკავშირდება და სხვა პრობლემა არ არსებობს.

პანსიონატში, დღევანდელი მონაცემებით, 27 არასრულწლოვანი რჩება. მოზარდთა ერთი ნაწილი ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდა, მეორე ნაწილი კი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლსა და მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები