ვაქცინაციის შემდეგ მოქალაქეებს იმუნიზაციის დამადასტურებელი ორენოვანი ცნობა გადაეცემათ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, AstraZeneca-ს ვაქცინა დღეს და ხვალ ჩავა ყველა იმ ცენტრში სადაც ვაქცინაცია უნდა დაიწყოს. ამასთან ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობის შესახებაც ისაუბრა.

“ყველა აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა, რომ ის აიცრა ამა და ამ ვაქცინით, ამა და ამ დღეს, არის ორენოვანი ცნობა , შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება დაარტყამს ბეჭედს და მოაწერს ხელს,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე, რომელიც “ასტრაზენეკას” ვაქცინის საქართველოში ჩამოტანას ეძღვნებოდა.

მსგავსი თემები