სავაჭრო მოლები და ბაზრობები დღეიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებს

სავაჭრო მოლები და ბაზრობები დღეიდან შაბათ -კვირის ჩათვლით მიიღებენ მომხმარებელს.

აქამდე არასასურსათო საცალო ვაჭრობის სეგმენტი მხოლოდ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მუშაობდა.

შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვალს, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ასევე მთავრობის მიერ წინასწარ დაანონსებული ინფორმაციით, 15 მარტიდან ფუნქციონირებას განაახლებს სპორტდარბაზებიც, რომლებსაც სპეციალური რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.

ამასთან, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის ხუთ საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

მსგავსი თემები