ვაქცინა უკვე თბილისშია

საქართველოში კოვიდვაქცინის პირველი ნაკადი უკვე ჩამოვიდა. სპეციალური თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დღეს დილით დაეშვა. ამ წუთებში სპეციალური შეფუთვით გამოგზავნილი ვაქცინები სპეციალურ საწყობებში გადააქვთ.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით 10:30 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში სპეციალური პრესკონფერენციაც გაიმართება.

ამჯერად, საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა  მიიღო.  

მსგავსი თემები