თბილისს სასწრაფო დახმარების 80 ახალი მანქანა მოემსახურება

დედაქალაქის მერიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომანქანა გადასცა.

სასწრაფო მანქანების პრეზენტაცია თავისუფლების მოედანზე გაიმართა. ღონისძიებაზე თბილისის მერმა, კახი კალაძემ დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ცენტრი მერიის დაქვემდებარებიდან ჯანდაცვის სამინისტროში გადადის.

მიმდინარე წელს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები გაერთიანდა. ქვეყანაში დაინერგა ერთიანი, სისტემა, რომელიც მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისს გააუმჯობესებს და პაციენტის ინტერესების მაქსიმალურად მოერგება.

მსგავსი თემები