„3 წელია ყველა იმ ადამიანს იბარებენ სუსში, ვინც1 საათი მაინც, ჩემს გვერდითაც გაიარა“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

„დღევანდელი სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური (დებილთა ბრბო სუს), 3 წელია ყველა იმ ადამიანს იბარებს სუსში, ვინც1 საათითაც ჩემს გვერდითაც გაიარა ვინც მეტ დროს ატარებს ჩემს გვერდით, ყველას ტელეფონი მოსმენაზე დასვეს,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მალხაზ მაჩალიკაშვილი წერს.

მისი თქმით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მის ახლობლებს ავიწროებს:

„თითქმის ყოველი მეორე დღეს იბარებენ ოქმებზე ხელის მოსაწერად, ევროპიდან დაწყებული ადამიანებს აშინებენ ვინაც ჩემი პოსტი გააზიარა თუ მოიწონა.

ახლა მე ერთი კითხვა მაქვს თქვენთან თქვე მართლა შტერებო და ამ ქვეყნის სამარცხვინოებო ქუჩიდან მოდელში შეყრილი ნაგავო არაპროფესიონალი კრიმინალთა ჯოგო, როგორ ფიქრობთ ტელეფონზე რისი გაგებაც თქვენ გინდათ, თქვენნაირი დებილი ან შტერი ვარ? რამე ისეთი ვისაუბრო, რაც თქვენ ფაბრიკაციას და მონტაჟის შექმნაში გამოგადგებათ, ან სხვა გზები არ არსებობს რომ ჩემი საქმე ვაკეთო ინტერნეტის თუ ტელეფონის იქით გამოყენების გარეშე?” – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მაჩალიკაშვილი ფიქრობს, რომ მისი სატელეფონო საუბრებიდან ფარული ჩანაწერების გავრცელება იგეგმება:

„ვიცი ყველა ჩემი საუბრებიდან კრეფთ საჭირო თქვენთვის ფრაზებს თუ სიტყვებს ცდილობთ 3 წელია რამენაირად დამღალოთ ან გამაშაოთ, ყველაფერს აკეთებთ იმ ღირსეული ნაწილი ადამიანების ამა თუ იმა გზით ჩამომიცილოთ, მაგრამ თქვენდა სამწუხაროდ იმას ვერ ხვდებით რომ ღირსება სისხლში და სულშია, ამას ვერ ამოშლით ეს თქვენ უღირსოებს და მონებს გონიათ, რომ თქვენნაირია ამ ქვეყნის ნაწილი საზოგადოების.

 არა ეს ასე არ არის, არიან ვისაც თქვენგან განსხვავებით ადამიანობა გააჩნიათ, აი თქვენ პირადად სუსიდან დაწყებული ყოველი სახელისუფლო ორგანო საქონლისგან გამოყვანილი პირუტყვი, კოლონები ხართ და ამიტომ ყველა ერთიმეორეზე დებილები ხართ,

ახლა რაც შეხება ამ ოქმებზე ხელის მოსაწერად დაბარებულებს, შეგიძლიათ უარი უთხრათ არსად წასვლა არ არის საჭირო მათ ოქმი ბინაზე მისამართზე უნდა მოგვაწოდონ, გაცნობის მერე შეგვიძლია ხელის მოწერაზე უარი ვთქვათ, რაც აქ ხეობაში ბევრი ასე მოიქცა ისინი კანონის დარღვევით გვისმენდნენ.

ჩემი ღრმა პატივისცემა ყველას ვინც ამ მახინჯ სისტემას ბოლომდის შეებრძოლება ეს მახინჯი სისტემა უნდა განადგურდეს ამ სიმახინჯეს და ყველა მხრიდან ფულების გამათეთერბელი ქარხანას ბოლო უნდა მოვუღოთ მანამ სანამ მოსკოვს არ ჩაგვაბარეს,“ – წერს მაჩალკაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები