“კრისტიან დანიელსონთან შესაძლოა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ერთობლივი შეხვედრა გაიმართოს” – დავით ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, თუმცა დეტალებზე საუბრისას მან თავი შეიკავა.

დავით ბაქრაძის ვარაუდით, კრისტიან დანიელსონთან პოლიტიკური მხარეების ცალ-ცალკე შეხვედრის გარდა სავარაუდოდ ოპოზიციასა და მმართველი გუნდის წევრებს შორის ერთობლივი შეხვედრაც შედგება.

“ჩვენ ყველა საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. მათ შორის იმაზე, რომ დოკუმენტი მთლიანად მნიშვნელოვანია, მაგრამ კრიზისის განმუხტვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი საკითხი – რიგგარეშე არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გამოშვება. მოლაპარაკებები გაგრძელდება. მოლაპარაკებები დღესაც და ხვალაც გაგრძელდება, იქნება შეხვედრები, როგორც ცალკე ოპოზიციასა და მმართველ გუნდთან ერთად, თუმცა ასევე შესაძლებელია ერთობლივი შეხვედრაც გაიმართოს. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ასევე, რა ფორმატით იქნება მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი ამას, წინასწარ ვერ გეტყვით,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ოპოზიციის ნაწილსა და კრისტიან დანიელოსნს შორის შეხვედრა დასრულდა.

მსგავსი თემები