“მოვუწოდებ კოლეგებს, მისცენ ვაქცინაციის მაგალითი საზოგადოებას” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს საქართველოში მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზები შემოვიდა. 

ამირან გამყრელიძემ, კოლეგა ექიმებს მოუწოდა, მისცენ მაგალითი დანარჩენ საზოგადოებას, როდესაც ვაქცინაცია დაიწყება ქვეყანაში. 

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენს ქვეყანაში. პანდემიასთან ბრძოლის სრულიად ახალი ეტაპი იწყება. 

პანდემიის დამარცხების გზა ვაქცინაციაზე გადის, ამიტომ ამ პროცესის სწორად წარმართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ ექიმებს გვედით, რომ მაქსიმალურად მეტი ადამიანი აიცრას. “ასტრაზენეკას” პირველი პარტია, რომელიც საქართველოში დღეს შემოვიდა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული. 

ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, რომ როდესაც ორშაბათიდან ვაქცინაცია დაიწყება მისცენ მაგალითი საზოგადოებას ამ ყველაზე დიდი სიკეთის შესახებ რაც კი კაცობრიობას მოუგონია, ამ 200 წლის განმავლობაში.

ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. სწორედ ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას, რაც არის COVID პანდემია. გთხოვთ, რომ ყველა სოლიდარული და მობილიზირებული ვიყოთ, რომ ეს პროცესი კარგად წარიმართოს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მსგავსი თემები