“სინათლე გვირაბის ბოლოს” – პრეზიდენტი ვაქცინის შემოტანაზე

საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის შემოსვლას საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო პარტნიორებს  ვაქცინის მიღებაში დახმარებისთვის მადლობას უხდის და აცხადებს რომ სოლიდარობის გზით მსოფლიო ამ კრიზისს დაძლევს:

“ეს არის როგორც “სინათლე გვირაბის ბოლოს”! მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადეს. წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს, მაგრამ მსოფლიო ერთად უფრო ძლიერია და სოლიდარობის გზით გადალახავს ამ კრიზისს,” – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე

მსგავსი თემები