ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საზოგადოებების – „ბაღის კიდე“, „ქუთაისელი“, „ძველი ქუთაისელი“ წარმომადგენლებს შეხვდა

ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მესხიშვილის თეატრის ეზოში განთავსებულ ამფითეატრში საზოგადოებების – „ბაღის კიდე“, „ქუთაისელი“, „ძველი ქუთაისელი“ წარმომადგენლებს შეხვდა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ბევრი საინტერესო და გასათვალისწინებელი მოსაზრება მოისმინა.

„ამ ადამიანებმა კარგად იციან ჩვენი ქალაქის ისტორია, ურთიერთობების ფასი და ღირსეული ქუთაისელობის მნიშვნელობა. მათგან ბევრი საინტერესო და გასათვალისწინებელი მოსაზრება მოვისმინე.

ვისაუბრეთ არამარტო ქალაქის სასიკეთოდ უკვე გადადგმულ ნაბიჯებზე, არამედ იმ გამოწვევაზე, რომელიც ჩვენ წინაშე დგას და რისი მოგვარებაც აუცილებელია ქუთაისის წინსვლისა და განვითარებისთვის. ჩვენ ერთად ვიზრუნებთ ამ ქალაქის წარმატებებზე“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მსგავსი თემები