უსაფრთხოების საბჭო საგანგებო რეჟიმში შეიკრიბა

ამ წუთებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. საგანგებო შეკრების მიზეზი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განახლებული კონფლიქტია.

სხდომაზე სწორედ რეგიონში საომარი მოქმედებები, საქართველოს პოზიცია და უსაფრთხოების საკითხები განიხილება.

შეგახსენებთ, რომ ყარაბაღის თემასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეა, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის თითქმის 30 წლიანი „მიძინებული კონფლიქტი“ განახლდა. მხარეებმა საქართველოსაც მოუწოდეს, საკუთარი სიტყვა ეთქვა. საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანულმა დიასპორამ კი საქართველოს მთავრობას მიმართა და სთხოვა, კონფლიქტის დარეგულირებაში ჩართულიყო.     

მსგავსი თემები