“ჯერჯერობით, „მწვანე ზონაში“ ვართ” – მარინა ენდელაძე

“ჯერჯერობით, „მწვანე ზონაში“ ვართ. ვერ გეტყვით, რომ გადასარევი ეპიდსიტუაცია გვაქვს. ჩვენ არ ვიყავით მიჩვეულნი ასეთი რაოდენობით ახალი პაციენტების გამოვლენას, მაგრამ არაა პრობლემები დატესტვაზე, ყველა კონტაქტი მოწმდება და ვლინდება ინფიცირებული. გაივლის გარკვეული პერიოდი და, მიღებული ზომების გათვალისწინებით და იმით, რომ ყველა პაციენტი გატესტილია, ვფიქრობ, რომ რაოდენობა შემცირდება”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„შემთხვევათა მატებასთან ერთად, გვყავს გამოჯანმრთელებულებიც. ეს ნიშნავს იმას, რომ საწოლები თავისუფლდება, თუმცა, გარდა ამ საწოლებისა, როგორც ვიცი, არის სერიოზული მარაგიც. ვფიქრობ, რომ ის პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ, მათთვის პრობლემა არ იქნება სტაციონარში მოთავსება“ – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

მსგავსი თემები