ხელვაჩაურში სტიქიას გადარჩენილ გოგონას, სახელმწიფო სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს

“გოგონას, რომელიც სოფელ ჯოჭოში სტიქიას გადაურჩა, სახელმწიფო სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს” – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

„ყველაფერს გავაკეთებთ, მას ექნება აბსოლუტური მხარდაჭერა და გვერდში დგომა სახელმწიფოსგან და თითოეული ჩვენგანის მხრიდან“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ და გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრა.

არასწულწლოვნის სამი წევრი სტიქიის შედეგად დაიღუპა. გოგონას მშობლები მაშველებმა გარდაცვლილები მეწყრული მასიდან გუშინ ამოიყვანეს, მისი ასევე მოზარდი ძმის ცხედარი კი, დღეს იპოვეს. სტიქიის დროს მეექვსეკლასელი გოგონა შუახევში ნათესავთან იმყოფებოდა.

მსგავსი თემები