,,აუცილებელია საქართველოსთან აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ დიპლომატიური ურთიერთობები”- გავრილოვი

რუსეთის სახელმწიფო დუმის  დეპუტატის, სერგეი გარილოვის განცხადებით, საჰაერო ფრენების აღდგენის გარდა, მნიშვნელოვანია რუსეთმა საქართველოსთან სრული დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.

მისი თქმით, საქართველოში საელჩოსა და საკონსულო სამსახურების ხელახალი გახსნა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას.

“თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დამოუკიდებელ პოზიციას უკრაინის პრობლემასთან მიმართებაში და მის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისადმი, აუცილებელია აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის”, – განაცხადა გავრილოვმა.

მისივე თქმით, ურთიერთობების განახლება ქვეყნებს შრის ვაჭრობასა და ტურიზმს გააძლიერებს.

მსგავსი თემები