კორონავირუსით გარდაცვლილი ორივე პაციენტი აჭარიდანაა

კორონავირუსით გარდაცვლილი ორივე პაციენტი აჭარიდანაა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთი გარდაცვლილი 61 წლის ქალია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, მეორე კი 66 წლის კაცია, რომელიც ქობულეთის საავადმყოფოში მკურნალობდა. ორივე მათგანს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„61 წლის ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას აღენიშნებოდა „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის უკმარისობა, შოკი.

66 წლის კაცი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული დიაგნოზით 2 ოქტომბერს შეიყვანეს. მას აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ფილტვის შეშუპება, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

მსგავსი თემები