კორონავირუსის 32 შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ახალი კორონავირუსის 32 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 28 ზუგდიდს უკავშირდება. 17 კოვიდინფიცირებული გუშინ დადასტურებული დარაჯის კონტაქტები, რომელიც არის „გორგია“-ს ზუგდიდის ფილიალის საწყობის თანამშრომელი.

3 კოვიდინფიცირებული თბილისში მგზავრობის ისტორიის მქონე მოქალაქის კონტაქტია. 2 არის ზუგდიდის მცხოვრები დედა-შვილი. ისინი წალენჯიხაში მცხოვრები ინფიცირებული პირის კონტაქტები არიან. 2 პირი ოქროს ბირჟის კლასტერის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 1 ახალი შემთხვევა ბენდელიანის ქუჩის კლასტერის კონტაქტია, 1 არის ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქე, რომელიც საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა. 4 ინფიცირებულის შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა. 2 შემთხვევა არის ფოთში, რომელიც უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.

მსგავსი თემები