გეოლოგთა ჯგუფი ხელვაჩაურში, ტრაგედიის ადგილას იმყოფება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში, სადაც მეწყერის ჩამოწოლის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, გეოლოგთა ჯგუფი იმყოფება.

საინჟინრო-გეოლოგიური აკადემიის წევრი ტარიელ ტუსკია აცხადებს, რომ ჯოჭოში ტრაგედიის ადგილი შესწავლილი არ ყოფილა.

მისივე თქმით, მეწყერი სოფელ ჯოჭოში უეცრად მოსულმა უხვმა ნალექმა გამოწვია.

„ტერიტორია დავათვალიერეთ. წყლის დინებისგან ფაქტობრივად, ღრმულებია გაჩენილი. ზოგადად, აჭარა არის ეროზიულად აქტიური ზონა და საქართველოს ყველა რეგიონთან შედარებით, ყველაზე რთული რელიეფი აქვს. ეს რელიეფი იმდენად რთულია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია, წინასწარ განსაზღვრო ეროზიული პროცესების აქტიურობა და მით უმეტეს, სტიქიური მოვლენები. ანალოგიური შემთხვევა ჩვენ 2008 წელს გვქონდა, როცა ორთაბათუმში მეწყერმა შვიდი ადამიანი ჩაიყოლა”, -განაცხადა ტარიელ ტუსკიამ.

ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

მსგავსი თემები