პრეზიდენტს დამატებითი ჟანგბადი არ სჭირდება

„კოვიდინფიცირებული“ აშშ-ის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პოზიტიური ცვლილებებისკენ მიდის. თავად დონალდ ტრამპი მხარდაჭერისთვის ყველს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მისი ოჯახის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის.   

თეთრი სახლის სამედიცინო პერსონალის განცხადებით,  დაინფიცირებულ პრეზიდენტს, „რემდესივირით“ მკურნალობენ.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. მას არ სჭირდება დამატებითი ჟანგბადი, მაგრამ სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტეთ, მისი მკურნალობა „რემდესივირით“ დაგვეწყო. მან პირველი დოზა უკვე მიიღო და კომფორტულად ისვენებს“, – განაცხადა თეთრი სახლის ექიმმა.

თავად პრეზიდენტი კი მადლობას სოციალური ქსელის საშუალებით იხდის.

„უკეთესობისკენ მივდივარ, დიდი მადლობა ყველას, მიყვარხართ!!!” – ასეთია დონალდ ტრამპის გზავნილი მისი მხარდამჭერების მიმართ.​

მსგავსი თემები