მაშველებმა ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს

მაშველებმა ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილი მეათეკლასელი, 16 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს.

მოზარდის სამძებრო სამუშაოები თითქმის ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყერმა  2 დღის წინ საცხოვრებელი სახლი და გზაზე მიმავალი ავტომანქანა მოიყოლა. შედეგად, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის, ერთი ოჯახის სამი წევრი. 

მსგავსი თემები